geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” შესახებ

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N320/01-01 20/11/2024  ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N320/01-01 20/11/2024  ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 139 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

 

2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

  • მანანა შამილიშვილი  - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
  • მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
  • თეა ხუნდაძე - უფროსი სპეციალისტი;
  • ლუიზა აბაზაძე - მთავარი სპეციალისტი;
  • ნათია დათიაშვილი - მთავარი სპეციალისტი;
  • ქეთევან ცაბაძე - წამყვანი სპეციალისტი;
  • თამარ ქარსაულიძე - წამყვანი სპეციალისტი;
     

3)  საბუთები მიიღება: 22-26 ნოემბერი,  VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ;

 

4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

 

5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.